კატეგორიის გარეშე

,,ხომ გქვია ხალხში მაგარი კაცი?ცოლი გინახავს?აბა სადაა შენი კაცობა…” _ ემიგრანტი ქალის პოსტი

,,სად დაეთრევი შენ ბ...ო, რას გაგითხაპნია ეგ პომადა, თმა გაგიზრდია, დაიწყე უკვე ჩემი ღალატი? მაგიტომ გაგიშვი?"

….მინდა ბევრი ვწერო ამ თემაზე, ის რასაც საქართველოში ვერ ვგრძნობდი…
…მოკლედ, გუშინ მეტროთი მგზავრობისას ესეთ ფაქტს შევესწარი…ახალგაზრდა ქალბატონი ვიდეო თვალით ესაუბრებოდა მამაკაცს, რომელიც საზარელი სიტყვებით ლანძღავდა , შეურაცხყოფას აყენებდა იმ თვალცრემლიან ქალს, ,, სად დაეთრევი შენ ბ…ო., რას გაგითხაპნია ეგ პომადა, თმა გაგიზრდია, დაიწყე უკვე ჩემი ღალატი?, მაგიტომ გაგიშვი?..მაგიტომ არ მპასუხობ ვიცი, ააა ფულიც მაგიტომ არ ჩამირიცხე ? და ასე შემდეგ და შემდეგ…. ქალი ტიროდა, ვერაფერს უხსნიდა ….ახალგაზრდა ქალი, გასაცოდავებული, დანაოჭებული, სევდიანი , ჩაშავებული თვალებით, შვილებზე მონატრებული და დაღლილი ფიზიკურად, სულიერ დაღლილობაზე რომ აღარაფერი ვთქვა…იჯდა, ტელეფონი ეჭირა და უსმენდა როგორ ლანძღავდა ქმარი იყო თუ ვინც იყო რა მნიშვნელობა აქვს…..ვერც უთიშავდა, ( რა უფლება ჰქონდა)….
…ძალიან მომხვდა გულზე ეს ფაქტი…
….მინდოდა მივსულიყავი და დამემშვიდებინა , ტელეფონიც გამომერთო…და გვერდით ვყოლოდი ამ ჩემთვის უცხო ქალბატონს ..მერე საღამოს ერთ ერთ ლაივში მოვხვდი და იქაც მამაკაცები ლანძღავდნენ ემიგრანტ ქალებს….
…მამაკაცებო, მე არ მინდა ყველას შეურაცხყოფა მოგაყენოთ, მაგრამ სად უშვებ ცოლს თუ ეჭვიანი ხარ, რატო უშვებ ? ….ხომ გინდა ცოლის გამოგზავნილი ფულები, ხომ გინდა იგრიალო მაგარი მანქანით, ხომ გინდა საყვარლებს დაახარჯო შენი ცოლის ვინ იცის რამდენჯერ ღამე გათეულ და განადგურებული მდგომარეობაში გადახდილი ხელფასი….ხომ გქვია ხალხში მაგარი კაცი..?..ცოლი გინახავს? ….აბა სადაა შენი კაცობა…ჯერ ის იკითხეთ საიდან მოდის ეს ყველაფერი..ქალს თუ შენი ღალატი უნდა მანდაც გიღალატებს…ხელფასიდან რომ კაპიკს არ იტოვებს , ერთ ცივ პონჩიკზეა მთელი თვე და შენ გიგზავნის თავის შვილების საკეთილდღეოდ….გადაიდე ფეხი ფეხზე ზიხარ თბილად და მაქედან ლანძღავ შენი შვილების დედას, ქალს, ( უკვე ყოფილ ქალს) აბა შენ რა კაცი ხარ….
…თუ ნება მიეცი და გაუშვი დაეტიე შენს ქერქში, იმიტომ რომ პირადად ჩემს თვალში შენ კაცი აღარ გქვია…
…ემიგრანტო ქალებო, არ დანებდეთ, ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, არასოდეს დაუბრუნდეთ მასეთ კაცს, კაცს, რომელიც აზრზე არ არის სად და როგორ ძინავს თავის ცოლს, სიცივეში, მშიერი, თვალცრემლიანი რომ გაჰყურებს გზას, და დღეებს ითვლის შვილებს როდის ჩაიხუტებს დატანჯულ გულში…..ან როდის მისცემს ქმარი უკან დაბრუნების უფლებას…გთხოვთ, გაუფრთხილდეთემიგრანტის გულს…” _ წერს ფბ საკუთარ გვერდზე ემიგრანტი ნათია ასანიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close