სიღნაღის ამბები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს

რაზე აიღო პასუხისმგებლობა სიღნაღის საკრებულოს 26-მა წევრმა, რომელთაც ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით დაამტკიცეს

,,გაიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს რომელიც 13, 820.0 ლარით განისაზღვრა მხარი საკრებულოს 26 – მა წევრმა დაუჭირა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს და ფრაქციის სახელით წერილობითი მოსაზრება წარმოადგინეს.
საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა წარუდგინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ერთობლივი მუშაობით მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.
2022 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3,785.0 – ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 981.0 ათასი ლარი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 2,348.7- ათასი ლარით დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ხარჯები, ასევე ა(ა) იპ-ების თანამშრომელთა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება. ბიუჯეტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, ა(ა) იპ-ების და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ”- ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
თუ რაზე აიღო პასუხისმგებლობა სიღნაღის საკრებულოს 26-მა წევრმა, რომელთაც დაამტკიცეს 2022 წლის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, euronews.ge-ს ,,სიღნაღის ამბები” ორშაბათს გაგაცნობთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close