საინტერესო

,,თბილისის მოსახლეობის 90% ავტომობილით ვეღარ ივლის_ ამ ცვლილების მიღებას პარლამენტი ჩუმად აპირებს”

საგანგაშო ვითარება, თბილისის მოსახლეობის 90% ავტომობილით ვეღარ ივლის. მცდელობა პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ. ხალხის ხმა პარლამენტს, მთავრობას, აგრეთვე თბილისის მერიას. გაზრდილი ჯარიმა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოთ.

თბილისში პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმა რომ 10 ლარია ეს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ამასთან ჯარიმა კანონიერ ძალაში მაშინ შედის და აღსრულება მაშინ იწყება თუ პირადად ან ოჯახის წევრს ჩაბარდება და მაინც არ გადაიხდება. ცვლილების მიხედვით კი ჯარიმა ხდება 50 ლარი, კანონიერ ძალაში შევა და დამღვევის მიმართ დაიწყება სააღსრულებო მოქმედებები (ყადაღა ხელფასზე, უძრავ ქონებაშე და ა. შ) მიუხედავად იმისა პირს ჩაბარდება თუ არა, ანუ საჯარიმო ქვითარი, რომელიც ავტომობილის საქარე მინაზე დაგვხვდებათ განთავსებული აუცილებლად უნდა გადაიხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყადაღა და დამატებით საურავის გადახდა არ აგცდებათ.

თბილისში დაახლოვებით ნახევარი მილიონი ავტომობილი მოძრაობს, ხოლო საპარკინგე ადგილი კი ოცდათერთმეტი ათასია. საპარკინგე ადგილის გარდა სხვა ადგილზე გაჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას (მათ შორის ვიდეო თვალით) და გამოდის, რომ თბილისის მოსახლეობის 90% ავტომობილით ვეღარ ივლის და ეს მოხდება იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაჭედილია, მითუმეტეს დილის და საღამოს საათებში.

აღნიშნული მნიშვნელოვნად არღვევს საზოგადეობის ლეგიტიმურ ინტერესს, თბილისის მოსახლეობას ფაქტიურად უსპობს ავტომანქანით მოძრაობის საშუალებას. იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტომანქანით მოძრაობის გარეშე გაუჭირდებათ პროფესიული თუ სხვა საქმიანობის განხორციელება, პარკირების ადგილას ძალიან ცოტა შეძლებს ავტომობილის გაჩერებას და დაჯარიმება არ აცდებათ,ბიუჯეტის შესავსებად შემოიღეს ისეთი გადასახადი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადონ.

ხალხმა ფული იხადოს, ხოლო გაბღენძილმა ჩინოვნიკებმა კი ჭამონ.
აღნიშნული ცვლილების მიღებას პარლამენტი ისე აპირებდა და ისე აპირებს რომ საზოგადოებამ არც კი იცის ამის შესახებ. თბილისში საცობები აღარ იქნება და თვითონ თავისუფლად ივლიან.

მოგვწერეთ, ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი დაგეხმარებათ მივაწვდინოთ თქვენი მართალი ხმა პარლამენტს!

 

 იურიდიული მომსახურება და რჩევები I

Related Articles

Back to top button
Close