საზოგადოება

,,თუ კორონა არ გადაგედება ავეჯის მაღაზიაში, რატომ მოგახტება ტანსაცმელ-ფეხსაცმლის მარკეტში ან მოლში?”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ საგანგებო სისულელეთა თვლას ვეღარ ავუდივარ: თუ კორონავირუსი არ გადაგედება ავეჯის მაღაზიაში, რატომ მოგახტება მაინც და მაინც ტანსაცმელ-ფეხსაცმლის მარკეტში ან მოლში, სადაც უზარმაზარი სივრცეებია და ვირუსს კი არა, კენგუროს გაუჭირდება გადახტომა?როდემდე უნდა ვიყოთ ღამის პატიმრები 9 საათიდან? თუ ასე გიყვართ ეს კომენდატობანა, საკუთარ ოჯახებში დააწესეთ. არცერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყანას საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაუბლოკია, რატომ არ აღდგა თუნდაც დღესვე ეს სასიცოცხლო ქსელი მეტროს ჩათვლით? აზრზე მოდით ან სიცხე გაიზომეთ თერმოსკრინინგულ-დისტანციურად.

Related Articles

Back to top button
Close