საზოგადოება

მკაცრი კარანტინი მარნეულში (ფოტო კოლაჟი)

მარნეულისა და ბოლნისისი მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა ანუ იქ მყოფი მოქალაქეები ვერ შეძლებენ შევიდნენ ან გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის ტეროტორიიდან. აფთიაქების, სამედიცინო ობიექტებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა, დაიკეტა ყველა დაწესებულება. მოსახლეობას შეუძლია სახლიდან გამოსვლა მხოლოდ ამ დაწესებულებებში მისასვლელად. აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება და გადაადგილება. სახელმწიფო კოვიდ 19 ს ებრძვის. შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულის საავადმყოფოში დაფიქსირდა დაავადების ერთი მძიმე შემთხვევა. პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა მარნეულის საავადმყოფოში მკურნალობდა. იზოლაციაში მოექცა მთელი საავადმყოფო. ასევე აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პაციიენტი იმყოფებოდა დედის წლისთავზე და შეხვდა 80-მდე პირს. ჯანდაცვის სამინისტრო და პოლიცია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესაბამის ზომებს უკვე ატარებს.

ფოტოები საკარანტინო ზონიდან სალომე ბოკუჩავას ფეისბუქგვერდიდან ავიღეთ.

.

 

 

Related Articles

Back to top button
Close