სამართალი და კრიმინალი

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობა განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობა განცხადებას აქვეყნებს:

,,გაცნობებთ, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს გაიმართება საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის სხდომა, რომელიც იმსჯელებს ადვოკატთა პროფკავშირის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატზე.  არჩევნები  ჩატარდება 2017 წლის დეკემბერში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე.

მივმართავთ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრებს: არაუგვიანეს 2017 წლის 21 სექტემბრის 18 საათამდე (ელფოსტაზე gaipu2016@gmail.com ) მოგვაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე თქვენთვის სასურველი კანდიდატის შესახებ.

ასევე, გთხოვთ, დაესწროთ ამა წლის 24 სექტემბერს, 13 საათზე, სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის მიერ შერჩეული კანდიდატის წარდგენას”.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close