სამართალი და კრიმინალი

,,თბილისში ბრენდი, ქსელი და მაღაზია აღარ დატოვეს გაუქურდავი” _ მაღაზიის გაქურდვის ვიდეოკადრები

ზაზა ჭაია, პოლიციის პოლკოვნიკი,სამართალდაცავთა დაცვის ლიგის წევრი:

_ თბილისში ბრენდი, ქსელი და მაღაზია აღარ დატოვეს გაუქურდავი, ბავშვების ამ ბანდების 95%-ს ასაკით გაცილებით უფროსები უდგათ სათავეში, გაქურდული ობიექტებიდან ბავშვებს ფულის და ბოლო დროს მობილური ტელეფონების გარდა, სხვა ნივთების წამოღებას უკრძალავენ, ნაქუდალის ლომის წილი ბანდების ,,ატამანები” ითვისებენ, ხოლო ბავშვებს გროშებს უყრიან. ასჯერ შევთავაზეთ სახელმწიფოს რეკომნდაციები, როგორ უნდა გამოგლიჯოს ეს ბავშვები დამნაშავეთა სამყაროს და დაღუპვას გადაარჩინოს, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი!

თაიმერმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორც ძარცვავენ არასრულწლოვანები მაღაზიებს. გთავაზობთ თაიმერის მიერ მოპოვებულ კადრებს:

“თაიმერს” ექსკლუზიურად მიაწოდეს ვიდეომასალა იმის შესახებ, თუ როგორ ძარცვავენ არასრულწლოვნები მაღაზიებს.
ასე მაგალითად, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე „სმაილის“ ფილიალი ზედიზედ ორჯერ, 2 და 3 იანვარს, გატეხეს, საიდანაც წაიღეს მობილური ტელეფონები. ამ დღეებში გაქურდეს ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე „ბეკოს“ მაღაზია და წაიღეს მობილური ტელეფონები და ლეპტოპები. ამავე ქუჩაზე გაქურდეს ვალუტის გადასახურდავებელი, ტანსაცმელის მაღაზია „ქვინი“, კომპიუტერული მაღაზია „დიჯიკომპი“, სილამაზის სალონი.

.

.

.

.

წყარო: timer.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close