საზოგადოებაჯანდაცვა

ექიმებს ორზე მეტ კლინიკაში მუშაობას აუკრძალავენ?

ჯანდაცვის სამინისტრო ახალი რეგულაციის განხორციელებას აპირებს. შესაძლოა, ექიმებს ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ, რადგან სამინისტროს თქმით, სამ, ოთხ, ხუთ, ან მეტ კლინიკაში მომუშავე ექიმები პაციენტებს სათანადოდ ვერ ემსახურებიან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მუშაობის ლიმიტი მათ, ექიმებს თავად განუსაზღვრონ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის კანომდებლობის ფარგლებში შესაძლოა, აღნიშნული საკითხი განხილვის თემა გახდეს.

გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის დირექტორის ქეთევან ბეჟანიშვილის თქმით კი, ამ რეგულაციის მთავარი პრობლემა დაბალი ანაზაურებაა, შეზღუდვა კლინიკებს კადრების მოძიეისა და შენარჩუნების პრობლემას შეუქმნის.

,,ადამიანები, რომლებიც სამ ადგილზე მუშაობენ, ცხადია, შეუმცირდებათ ხელფასი, ისინი იძულებულნი იქნებიან არჩევანი გააკეთონ, სად დარჩნენ და საიდან წამოვინენ. ეს კლინიკებს დეფიციტს შეუქმნის“- აღნიშნა, ქეთევან ბეჟანიშვილმა.

ინიციატივას არ ეთანხმებიან კანონმდებლები. მათი თქმით, ექიმებს აქვთ უფლება, თავიანთი შესაძლებლობები თავად შეაფასონ. როგორც ცნობილია, მორიგე ექიმების 80%-ზე მეტი რამდენიმე სამსახურშია დასაქმებული. აღნიშნული რეგულაცია მომავალში პრობლემას ბევრ მედიკოსს შეუქმნის.

 

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close