სიღნაღის ამბები

მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ადგილზე წმინდა ნინო განიკურნა-საინტერესო ამბავი

დღესასწაული ანაგაში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის უძველეს ტაძარს, რომელიც მთავარანგელოზის სახელობისაა, საოცარი ისტორია აქვს: როცა წმინდა ნინო მთებით მოდიოდა ბოდბის მიმართულებით, რათა იქ დავანებულიყო, გზად სწორედ იმ ადგილზე გახდა ავად, სადაც ამჟამად ეს ულამაზესი ტაძარი დგას. მოწამე ქალს გზის გაგრძელება აღარ შეეძლო, არადა კახეთი გასაქრისტიანებელი იყო. ნინომ დაიჩოქა და მთავარანგელოზს დახმარება შესთხოვა: მომეცი ჯანმრთელობა და ძალა, გზა გავაგრძელო და მისია ბოლომდე შევასრულოო. მართლაც გადმოვიდა მასზე მთავარანგელოზის მადლი და ნინომ ბოდბემდე მისვლა mastersecretsclass, ხალხის მოქცევა ქრისტიანობისკენ შეძლო.

თავდაპირველად ტაძრის ადგილზე  ნიშა გააკეთეს, შემდეგ კი პატარა ტაძარი აშენდა. ყოველ მთავარანგელოზობას, ანაგაში დღესასწაულია, დიდი და პატარა ამ ტაძრისკენ მიეშურება – ზოგი მხოლოდ სანთელს ანთებს და შესთხოვს წმინდანს დახმარებას, ზოგის მამალს, ცხვარს უკლავს, ძველი ტრადიციისამებრ.

ტაძარის ეზოში მამათა მონასტერია, საკუთარი კელიებითა და მეურნეობით. ტაძარში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიან მომლოცველები, ჯანმრთელობის  პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც გვითხრეს, ამ ტაძრის ძალითა და მადლით ბევრი მძიმე ავადმყოფი გამოჯანმრთელდნენ. წინათ აქ ე.წ. programlarindir ტანჯულთა ანუ ავადმყოფთა თავშესაფარიც ყოფილა.

დღეს მთავარანგელოზობაა, გილოცავთ და გთავაზობთ მცირე სიუჟეტს, რომელიც დღეს, ანაგის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადავიღეთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close