საინტერესო

კოსმეტიკური ნაწარმისთვის ჩატარებული ცდები ცხოველებზე და სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები

კოსმეტიკური ნაწარმისთვის ჩატარებული ცდები ცხოველებზე და სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები. ცხოველთა უფლებადამცველებმა გერმანულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტისთვის დამწყვდეული ცხოველების მიმართ განსაკუთრებულად სასტიკი მობყრობის კადრები გაავრცელეს.

ქალაქ ჰამბურგში მდებარე ,,Laboratory of Pharmacology and Toxicoloy’’-ში ჩატარებული ცდები და სასტიკი ვიდეო კადრები ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა, ჩანაწერში კარგად ჩანს თუ რა პირობებში არიან ცხოველები და როგორ ცდილობენ ძალით მათ დამორჩილებას. განსაკუთრებულ ცუდ პირობებში იმყოფებიან მაიმუნები, რომლებსაც საცდელად ვიწრო გალიებში კეტავენ და დასამორჩილებლად  რკინის მარწუხებით აბამენ.

ვიდეო ჩანაწერი ფარულადაა გადაღებული. როგორც ცნობილია, ეს ლაბორატორია   გერმანიაში ერთ-ერთი დიდი და წამყვანი  დაწესებულებაა, სადაც 175 ადამიანია დასაქმებული.  კადრების გავრცელების შემდეგ აღნიშნულ ინციდენტს  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჟამად აღნიშული ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს, ლაბორტორია დროებით დაკეტილია, ტერიტორიაზე მოკლევა მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ ივლისში ევროკომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გერმანიაში სხვადასხვა კვლევით ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებზე მობყრობის შემთხვევები ხშირად საერთაშორისო კანონსა და გერმანიაში მიღებულ რეგულაციებსაც ეწინააღმდეგება.

ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა დეტალები, თუმცა ცხოველთა უფლება დამცველები აღნიშნული ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებენ. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს და ამ ფაქტზე ევროპის წამყვანი ქვეყნები უკვე ალაპარაკდნენ.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close