პოლიტიკა

,,საერთო ძალისხმევით ვაიძულოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რეალურად დაუპირისპირდეს ოკუპაციას!”

ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი:

_ აუცილებელია, საერთო ძალისხმევით ვაიძულოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რეალურად დაუპირისპირდეს ოკუპაციას!

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა „ჩორჩანას გადარჩენის“ თაობაზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მან მადლობა გადაუხადა დავით ქაცარავას ოკუპაციის საწინააღმდეგო აქტიური ქმედებებისათვის და ლეიბორისტული პარტიის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: „ივანიშვილის ხელისუფლების აშკარად პრორუსული, კაპიტულანტური და კოლაბორაციონისტული პოლიტიკის პირობებში, მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ძალისხმევეთა კოორდინაცია, რომ შეფერხდეს საქართველოს ტერიტორიათა მიტაცება ოკუპანტების მიერ !“

Related Articles

Back to top button
Close