საინტერესო

ნაძვის ხეები მთელ მსოფლიოში ქართველი გამომგონებლის დამსახურებით ირთვება

,,ამერიკაში წასვლამდე ის ძმასთან ერთად, ბორჯომში, მინის ქარხანაში მუშაობდა..."

იცოდით??????
დღეს მსოფლიო ნაძვის ხეები ქართველი გამომგონებლის დამსახურებით ირთვება.
იცნობდეთ ქართველ ბიზნესმენ გიორგი კობახიძეს, იგივე ჯორჯ კობის, რომელმაც 1945 წელს მინის სათამაშოები ამერიკაში შექმნა.
ყუთზე დატანილია წარწერები ,,კობი” და ,,შობა არის კობი”
მის გამოგონებებს შორისაა: წყალგამძლე ცემენტი, ზედმგრადი მინა-ბლოკი, რომლითაც უამრავი ცათამბრჯენი აშენდა და ასევე ფერადი მინის ნათურები, ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც სანთლები შეცვალა. (იმ დროს ნაძვისხეები ირთვებოდა სანთლებით, რის გამოც ხშირად ჩნდებოდა ცეცხლი)
ამერიკაში წასვლამდე ის ძმასთან ერთად ბორჯომში, მინის ქარხანაში მუშაობდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, გაჭირვებულებს, თავის სოფელში, თხმორში სკოლა და აფთიაქი აშენა, სურდა საქართველოში აეშენებინა მინის ქარხანა, თუმცა, ბოლშევიკებმა მისი დაჭერა გადაწყვიტეს, ამიტომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა.
1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: ბორჯომი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close