საზოგადოება

,,თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ”

​„მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. არ მინდა, რომ მათ ყოველთვის შევახსენო და არასასიამოვნო იყოს, მაგრამ, როგორც მოქალაქისა და ინფექციონისტის თხოვნა იქნება, რომ მეტ-ნაკლებად თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან.

გვაქვს ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს რომ შევინარჩუნოთ და ჩვენთან არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ალბათ, არ მოხდება, რადგან თავი აქამდე ასე მოვიტანეთ.

მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ პროცესს, რაც საქართველოში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ. „კოვიდთან“ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ რაღაცნაირად თავშეკავებით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში, როგორც მედიკოსები ამბობენ,  კოვიდ 19-ის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Related Articles

Back to top button
Close