სამართალი და კრიმინალი

,,ბავშვს აუშარდა რაღაცაზე…“ _ რა ვითარებაში მოკლეს მესტიის საკრებულოს დეპუტატი?

მესტიის საკრებულოს წევრი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, სავარაუდოდ შვილს გადაეფარა. მესტიის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ნიგურიანს მის ეზოში, თოვლის გადაყრის გამო ესროლეს. ახლობლების ინფორმაციით, დაღუპული მეზობელმა თოვლის მის ეზოში გადაყრაში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტში ნიგურიანის შვილის ჩაერია და იარაღი სწორედ მას დაუმიზნეს, თუმცა მამა შვილს გადაეფარა და თავად დაიღუპა.

„სახურავზე იდგა გარდაცვლილი ომარ ნიგურიანი. მას ახლდა მისი შვილიც, რომლისთვისაც ის ადამიანი აპირებდა სროლას და მამისი გადაეფარა. ბავშვს აუშარდა რაღაცაზე, თოვლის გადაყრაზე იყო საუბარი“ – აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close