პოლიტიკა

,,თქვენ უკვე იწყებთ არჩევნების გლობალურ, ტოტალურ გაყალბებას, რასაც უკვე არავინ გაპატიებთ” _ შალვა ნათელაშვილის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე.
საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს – ნათელაშვილი პრემიერს და პრეზიდენტს მიმართავს.

„მმართველი ელიტა ყველანაირად ცდილობს, ჩამოაცილოს ხალხი მასობრივად საარჩევნო პროცესს. ამისთვის არჩევნებს ნიშნავენ, როგორც წესი, ოქტომბრის შუალედში, შაბათ-კვირას, როდესაც ხალხი გასულია მინდორ-ველებში, ლუკმა-პურის შესაგროვებლად, ახალი დაწყებულია სწავლის პროცესი სკოლებში, ინსტიტუტებში და ოპოზიციაც ვერ ასწრებს თავისი მწირი რესურსებით შესაბამის ორგანიზებას, სამაგიეროდ ყველაფერს ასწრებს სახელმწიფო გამყალბებელთა ბანდა, რომლებიც აკეთებენ უბნების უზურპაციას, მიჰყავთ 15-ლარიანები და სდებენ შესაბამის შედეგებს.
მე ვაფრთხილებ ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ან საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოთხშაბათს ან ხალხი და მსოფლიო თანამეგობრობა ჩათვლის, რომ თქვენ უკვე იწყებთ არჩევნების გლობალურ, ტოტალურ გაყალბებას, რასაც უკვე არავინ გაპატიებთ..“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close