პოლიტიკა

,,ოცნების ერთადერთი იდეა არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ფუნქციონირების მიზანი, უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილების განხორციელება”

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

_ რატომ აქვს ქართულ ოცნებას მუდმივად კვალიფიციური კადრების დეფიციტი და რატომ მეტყველებენ მისი სახელით სულ კორუმპირებულები, ვიგოდნიკები, ფაშისტები და ან თუ არც ერთია არც მეორე და არც მესამე, არაფერში ჭკუა რომ არ მოეკითხება, ისეთები ?

იმიტომ, რომ ამ ტიპის მმართველობაში სხვანაირად შეუძლებელია იყოს.

ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია, არ ეფუძნება არანაირ იდეას, იდეოლოგიას თუ ღირებულებათა სისტემას. ამ პარტიის ერთადერთი იდეა არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ფუნქციონირების მიზანი, უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილების განხორციელება. არანაირი სხვა მიზანი ამ პარტიას არა აქვს. უბრალოდ ამისთვის ის იძულებულია “პახოდუ” მართოს ქვეყანაც,

აქედან გამომდინარე ნებისმიერი თანამდებობა ამ სისტემაში არის არა პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტი, არამედ ბიძინას მიერ ბოძებული ჯილდო, რომელიც უნდა “შეირგო”, ანუ ბიძინასადმი ერთგული მსახურებით დამტკიცო, რომ ამ ჯილდოს ღირსი იყავი.

ჰოდა აბა რანაირად შეიძლება ამ უიდეო და უღირებულებო სისტემაში, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის მომსახურებაზე, ჩაეწეროს იდეალისტი და ღირებულებების ერთგული ადამიანი? ცხადია ვერ ჩაეწერება და შემთხვევით თუ მოხვდა იქ ვინმე ამის მსგავსი, მას მალევე გამოაძევებს თავად სისტემა. ასეთ სისტემაში შესაძლოა დაწინაურდნენ სწორედ ისეთები, როგორებიც მეტყველებენ ხოლმე ოცნების სახელით: კორუმპირებულები, ვიგოდნიკები, ფაშისტები, ან, თუ არც ერთია არც მეორე და არც მესამე, არაფერში ჭკუა რომ არ მოეკითხება, ისეთები.

მოკლედ, ყველაფერი ლოგიკურია. სხვა საკითხია, რამდენად გვინდა ასეთ ლოგიკაზე დაფუძნებულ რეალობაში ყოფნა და თუ არ გვინდა, რა გვინდა სანაცვლოდ.

Related Articles

Back to top button
Close