სამართალი და კრიმინალი

კარდენახში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მამაკაცი ამერიკიდან ახალი დაბრუნებული იყო

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა. ის 36 წლის არ­სენ მარ­ტაშ­ვი­ლია. შდა­ნა­შა­უ­ლი სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში მოხ­და.
.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ დააბ­რუნ­და.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხე­და­რი სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ვე­ნახ­ში იპო­ვეს. მას პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ჭრი­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­, მომ­ხდა­რი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ერთ-ერთ ვერ­სი­ით, არ­სენ მარ­ტაშ­ვილ­სა და სხვა სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მან­ქა­ნის სიჩ­ქა­რე­სა და გა­დას­წრე­ბა­ზე და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად შეხ­ვდნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს კი არ­სენ მარ­ტაშ­ვილს გუ­ლის არე­ში ეს­რო­ლეს. ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  გურჯაანის  მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს”. – წერს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close