სამართალი და კრიმინალი

ხობში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ხობში  საბავშვო ბაღი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია საბავშვო  ბაღის თანამშრომლებმა „euronews“ დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, – აცხადებენ სამინისტროში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

მიშკა ძიძიგური

Related Articles

Back to top button
Close