სხვა

მწვადის უნიკალური რეცეპტი

„ეს ვერსია მხოლოდ ჰერეთში შემოინახეს ინგილოებმა“ - ესმა კუნჭულია

ცნობილი კულინარი ესმა კუნჭულია მწვადის განსხვავებულ ვერსიას უზიარებს გამომწერებს. „ეს უნიკალური მწვადის ვერსია მხოლოდ ჰერეთში შემოინახეს ინგილოებმა“, – წერს ესმა კუნჭულია. რეცეპტი კი ასეთია:

.

„1. შინდობის დროს მზადდება – ჟევე, შინდის ჟევე! მწიფე შინდს დასჭყლეტენ, საცერში გაატარებენ და წამოადუღებენ. უმატებენ მხოლოდ მარილს, წიწაკას და ნიახურს. ინახავდნ ქილაში!!

2. საახალწლოდ ღორებს კლავენ. სამწვადეს ჭრიან და შინდის ჟევეში ერთი კვირა ინახავენ – ახლა მინის ქილებში, ადრე – თიხის ქილებში;

შინდში დამჟავებულ მწვადს ერთი კვირის შემდეგ შამფურზე წვავენ; ასევე ერთი უნიკალური მწვადის რიტუალი-ვერსია უწერია ზაქარია ედილს, რომელზეც გავვოცდი და შემდეგ და შემდეგ გიამბობთ!“ – წერს ცნობილი კულინარი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close