საზოგადოება

პატარა გმირი – ნიჩაბი არ ჰქონდა და ხელით აყრიდა მიწას ცეცხლს

,,ეს პატარა თემო გელაშვილია, 7 კლასელი, ჩემი მოსწავლე. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო დღევანდელი დღე.

სოფელ ყვიბისის მხრიდან, უსიერ ტყეში, დილიდან ამ დრომდე, თავის შესაძლებლობის ფარგლებში მამასთან ერთად მუშაობდა და აქრობდა პატარ-პატარა ცეცხლის კერებს. ნიჩაბი არ ქონდა, ხელით აყრიდა მიწას ცეცხლს. იმ მიწას, რომელიც თემოსნაირმა ქართველებმა იხსნეს იმ მურვან ყრუს და მისნაირი დამპყრობლისგან, რომელთაც ოდესღაც სამცხე გადაუწვავთ და დღეს, მათ ნაოხარს დამსგავსებია ჩვენი ულამაზესი ბუნება. ჩემთვის, ყველა ქართველისთვის ყველაზე საამაყო პატარა ქართველია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვეღარავინ ვასწავლით ბუნების სიყვარულს და მის დაცვას. თემოს სახით ამ ქვეყანას ბუნების დიდი მოამაგე და ღირსეული ქართველი გვეზრდება.

.

.

ეს დღეები, სრულიად საქართველოსთვის მძიმე და რთულია.  პატარა თემო კი ამ რთულ დღეებში თავის მშობლიურ სოფელს თანასოფლელებთან და მაშველ-მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ხანძარს. მადლობა მის მშობლებს – ზაზას და მზეკოს ასეთი თემოსთვის _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი და თემო გელაშვილის ფოტოს აქვეყნებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close