საზოგადოება

,,ივანიშვილის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ბათუმი საბოლოოდ გაქრება მსოფლიო ტურისტული რუკიდან !”

ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

„ივანიშვილის პროექტ „რივიერას“ განხორციელების შემთხვევაში, ბათუმი საბოლოოდ გაქრება მსოფილიო ტურისტული რუკიდან ! ბათუმში, ზეინაბ დიასამიძის, ასევე სხვა ადგილობრივი ექსპერტებისა და აქტივისტების მიერ, ქალაქის სანაპიროზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას, გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა. ჩხარტიშვილის განცხადებით: „რივიერას“ პროექტი ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას შეჩერებული, რადგან იგი ბათუმისა, ასევე ბათუმელების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის განადგურების საწინდარი გახდება. ამ ყოველივეთი კი, მხოლოდ კრიმინალ-ოლიგარქი ივანიშვილი დარჩება მოგებული, რომლისათვისაც სახელმწიფო ინტერესებისა და ადამიანების სიცოცხლის გაწივის ხარჯზე გამდიდრება, უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივ ამბად იქცა !

Related Articles

Back to top button
Close