საზოგადოება

რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების სურვილი გამოთქვა

   პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა. ამ ინფორმაციას ავრცელებს ,,ინტერპრესნიუსი”.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე „აბსოლუტურად ყველა ვერსიას და ვარიანტს განიხილავს“, ვინაიდან სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

„ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

primenewsgeorgia.geipn.ge-ს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ საჭირო არ არისო, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ქართულ მხარეს ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა სომხეთიც დაეხმარება.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close