საზოგადოება

,,2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში”

რას ჰყვება ქალი, რომელიც რაჭის სტიქიას გადაურჩა

,,მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16 -დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი მე მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინდა მადლობა გავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი მხოლოდ ერთის სახელი- ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო . 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში და უცებ ვხედავთ ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა. არ ვიცი აქ ხართ თუ არა ბიჭებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი, თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება. მინდა მუდამ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ. ასევე უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს, ვინ გვაჭმევდა და ვინ გვაცმევდა აღარ ვიცი. ყველა სათითაოდ მოდიოდა და გვეხმარებოდა. მადლობა ხალხნო, თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
-წერს მარიამ ბერიანიძე ფბ-ზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close