საზოგადოება

,,ეს მამაოები კი არიან კეთილი ადამიანები, მაგრამ დაზეპირებულს იმეორებენ, ზოგჯერ შეცდომებითაც”

,,ნეიროფიზიოლოგების გამოკვლევით ადამიანის ტვინი ნაყოფირიების მაქსიმუმს სიცოცხლის 60-70 წლიან პერიოდში აღწევს. ანუ დაღმასვლა დავიწყე და, სანამ სიჩქარეს ავკრეფდი, ზოგ ნაფიქრალს ამ მწვერვალზე დავტოვებ.
ბოლო დროს ძალიან მოვუხშირე ეკლესიაში სიარულს. ისეთ დროს დავდივარ, როცა იქ ნაკლები ხალხია. მისაყვედურეს, წირვას რატომ არ ესწრებიო. რატომ?
გლდანის საპყრობილეში მამაოები გვსტუმრობდნენ. მათთან საკნიდან გასვლა – თავისუფლების წუთიერ იმიტაციას ნიშნავდა. გასვლა და არა გასაუბრება, რადგან პატიმრების რიგი იდგა და მამაოების საუბარი – ზერელე, კურთხევა კი – სწრაფი იყო. ერთხელ ჩემს მამაოს ღრმადამოხუცი მამაო შემოყვა. ცოცხალი თვალები ჰქონდა, დაბალი და დინჯი ხმა. ამას მე დაველაპარაკებიო, უთხრა ჩემს მამაოს და ქადაგების მაგივრად ჩემი ეკლესიურობის საკითხს შეეხო. სიმართლე გითხრათ, მამაოების დაზეპირებულ გადაგებებს ნაკლებად ვუსმენდი: რეალური ცხოვრებისგან ძალიან შორს იყო მათი ნათქვამი. ჩაკეტილ საკანში წაკითხულ ლოცვას მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე აქ გამართულ ჩქაროსნულ ქადაგებას. ეს ავუხსენი ახალ მამაოს. ისიც ავუხსენი, რომ ძველი და ახალი აღქმის სიუჟეტებს სხვანაირი გააზრება სჭირდება. ბუნებაში სასწაული არ არსებობს, მეცნიერულად ყველაფრის ახსნა შეიძლება. უბრალოდ ბიბლიაში ბევრი ისეთი რამ წერია, რასაც დღეს ვერ ვხსნით, მაგრამ ბევრიც ისეთი, რომელიც უკვე ავხსენით. ეს მამაოები კი არიან კეთილი ადამიანები, მაგრამ დაზეპირებულს იმეორებენ, ზოგჯერ შეცდომებითაც. ჩემი რწმენა ბიბლიის სიბრძნისეულ სიმართლეშია. როცა საკანში მოწყობილ სალოცავთან ვლოცულობ, მე ამ სიბრძნეს ვუკავშირდები და ენერგიით მავსებს, რაც ამ რეჟიმის პირობებში მაცოცხლებს. ლოცვა – იმ ბიბლისეურ სამყაროსთან კავშირის ენაა. მამაოებმს სიბრძნის ენა უნდა ესმოდეთ, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან. უმეტესობა – რიტუალის მონაწილეა.
მომისმინა, არ შემაწყვეტინა, მაგალითი მომაყოლინა, მკითხა პატიმრობის მიზეზი, გარეთ გასვლის შანსი. ბოლოს დამლოცა და ორი რამ მითხრა. პირველი – შენ აქ , ალბათ, ბევრ რამეზე მოგთხოვენ პასუხს. სიმართლისთვის შეგიძლია ტყუილი თქვა. მეორე – აქედან რომ გახვალ, არ სცადო შურისძიება. იმაზე უფრო მძიმე შურისძიება არ არსებობს, ვიდრე პატიებაა.

ოთხი წელია გარეთ ვარ. ეკლესიაში ხშირად დავდივარ, მაგრამ წირვას ვერ ვესწრები. ვერ ვდგავარ დიდხანს ფეხზე ((. იმათ ვაპატიე? არა! მაგრამ შურს არ ვიძიებ და ეგეც ხომ საქმეა?!” წერს სერგო ჯაყელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close