საზოგადოება

,,თუ ჩინეთმა მსოფლიო დასაღუპად გაიმეტა, მაშინ ის უმკაცრესი სანქციებისა და იზოლირების ღირსია”

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ იმ შემთხვევაში თუ ჩინეთმა:
– ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობის შესახებ რეალური ციფრები დამალა (რაც მგონია, რომ სამწუხაროდ ასეა), პლიუს ამას გარკვეული პერიოდი თუ მალავდა (და აქ დანამდვილებით ვიცით, რომ მალავდა) ვირუსის არსებობას,

⛔️⛔️⛔️ გამოდის რომ მსოფლიო გაიმეტა, სწორედ ინფორმაციის დამალვით.

???? ვინაიდან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს არ მისცა მომზადების და თავდაცვის შესაძლებლობა და არ დაუტოვა ამ უბედურების თავიდან არიდების მცირეოდენი შანსიც კი ❗️❗️❗️

 ვირუსის ნეგატიური შედეგები რეალურად ახლა ჩანს, ევროპისა და ამერიკის სტატისტიკით და ასეთი საფრთხის შესახებ რომ ყოფილიყო ინფორმაცია, მინიმუმ შესაძლებელი იქნებოდა:
➡️მეტი და უფრო დროული პრევენცია;
➡️სასუნთქი აპარატების და სხვა საჭირო აღჭურვილობის მარაგების მომზადება;
➡️ დაჩქარდებოდა მეცნიერული კვლევები;
➡️ ჯანდაცვის სისტემები და ექიმები უფრო მომზადებული იქნებოდნენ;
➡️ და მსოფლიო არ გაჩერდებოდა ❗️❗️❗️

ხოდა, თუ ჩინეთმა ამ ყველაფრისთვის გაგვიმეტა, მაშინ ის ღირსია უმკაცრესი სანქციების და იზოლირების … თუმცა სანქცირების შემთხვევაში არის კიდევ უფრო მეტი ბოროტების, მათი მხრიდან მსოფლიო ომის დაწყების ალბათობაც …

ცნობილი გახდა, რომ რუსმა ადვოკატმა იგორ ტრუნოვმა ფეისბუქში გრანდიოზული სასამართლო პროცესი დააანონსა. საქმე ეხება სარჩელს, რომელიც ჩინეთისთვის  მასობრივი განადგურების ბილოგიური იარაღის COVID-19 გავრცელების გამო  20 ტრილიონი დოლარის დაკისრებას ეხება.
როგორც ტრუნოვი წერს, ორგანიზაცია Freedom’s Watch -ის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩინური არმიის, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (Shi Zhengli) დირექტორის და ჩინეთის არმიის მთავარსარდლის წინააღმდეგ.
მსოფლიო იურისპრუდენციის ისტორიაში უდიდესი სარჩელი, რომელიც ზარალის ანაზღაურებისთვის 20 ტრილიონ დოლარს მოითხოვს, ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგია.
ადვოკატები ამბობენ, რომ ვირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა. ისინი ჩინეთის ხელისუფლებას ბრალს ადამიანების მკვლელობაში, ტერორიზმის ხელშეწყობასა და ამერიკის მოქალაქეების განადგურების მიზნით შეთქმულების მოწყობაში სდებენ.
სარჩელში მტკიცებულების სახით მოტანილია სამეცნიერო დასკვნები ერთადერთი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ, რომელიც სწორედ COVID-19-ის ტიპის ვირუსების შექმნაზე მუშაობდა. ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით, ლაბორატორიის მუშაობა სახელმწიფო უშიშროების მოტივით გასაიდუმლოვდა.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ჩინელი მეცნიერები, რომლებიც ცდილობდნენ მსოფლიო საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინათ, აიძულეს გაჩუმებულიყვნენ.
ჩინეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ჩენმა გუნდის წევრებთან ერთად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინინა გაიკეთა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ შემუშავების ეტაპზე იყო.
მოსარჩელეების მტკიცებით, ჩინეთმა ვირუსი ერთი ან რამდენიმე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ-ის წინააღმდეგ შექმნა  და მოითხოვენ, რომ სარჩელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ჯერ კიდევ 1925 წელს აიკრძალა.

Related Articles

Back to top button
Close