საზოგადოება

,,ამ რეგიონებში რუსული ჯარები არიან”_ რას ურჩევს აშშ ტურისტებს?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამოქალაქეებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა და მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო.

საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა. ამ ჯგუფში შეყვანილია ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტული ზომები საკმარისადაა დაცული. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არ იმოგზაურონ.

„ამ რეგიონებში რუსული ჯარები არიან, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების იდენტიფიცირება ძნელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა დაგაპატიმრონ ან დაგაჯარიმონ. რეგიონში ხშირია თავდასხმის, ძალადობისა და ადამიანების გატაცების ფაქტები. დიდ საფრთხეს წარმოადგენს გასაუვნელყოფელი ნაღმებიც. შეერთებული შტატების ხელისუფლება ვერ შეძლებს ამერიკის მოქალაქეებს ამ რეგიონებში დახმარება გაუწიოს,“-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ამერიკელი ტურისტებისთვის მოგზაურობა არასასურველია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close