საზოგადოება

მაღალშემოსავლიან პირებს დაუწესდეთ გადასახადი შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად!

ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელიც შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი წინადადება ითვალისწინებს შემდეგს – შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით  – 1 წლის ვადით მთავრობის მიერ“ – ამბობს ჟორჟოლიანი.

მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.

“ჩვენი წინადადება უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით” – ამბობს დეპუტატი.

“მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

წყარო: publika.ge

Related Articles

Back to top button
Close