საზოგადოება

,,ფარცხალაძეზეა ხალხნო ბაზარი, ფარცხალაძეზე! კი, იმ ფარცხალაძეზე ზუსტად: ბოტასები, სარდაფი და რამე…”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი:

“პროკურატურის შიგნით მან დააწესა სამართლიანი განწყობის სტანდარტი და ჩამოაყალიბა ღიაობის და გამჭვირვალობის სტანდარტი” @შალვა თადუმაძე. მთავარი პროკურორი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.

აი, მთლად რომელიმე უცხოელ ლეგენდარულ პროკურორზე რომ იყოს ეს ნათქვამი, რომელიმე ფრანგზე, გერმანელზე თუ ამერიკელზე, ხომ მაინც მაგარი სისულელე იქნებოდა (ან “სამართლიანი განწყობის სტანდარტი” რა ჯანდაბაა ან ” ჩამოაყალიბა ღიაობის და გამჭვირვალობის სტანდარტი” რა დოზანა და ორივე ერთად ხომ საერთოდ?), მაგრამ ფარცხალაძეზეა ხალხნო ბაზარი, ფარცხალაძეზე! კი, იმ ფარცხალაძეზე ზუსტად: ბოტასები, სარდაფი და რამე…

ტუსკის მიერ ციტირებული პოეტის არ იყოს, მართლაცდა “ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა!”

Related Articles

Back to top button
Close