საზოგადოება

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი თურქეთის.

თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს 12 სირიელი ლტოლვილი მიკროავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ, საიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე, როდოსის კუნძულზე არალეგალურად გადასვლაში უნდა დახმარებოდნენ.

ორივე ეჭვმიტანილის საქმეს სასამართლო განიხილავს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close