საზოგადოება

,,თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვირუსის კერაა”

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ ის, რაც თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court – ს კანცელარიასთან ხდება, არის წარმოუდგენელი აბსურდი !!!

რიგის ნომრებს მაინც არიგებდნენე, რომ ხალხმა გარეთ არ დაჭამოს ერთმანეთი !!!

საუბარი აღარაა იმაზე, რომ ამხელა სასამართლო ტექნოლოგიურ განვითარებებს არ ცნობს, ელემენტარული მეილი არ აქვს !!!

ამ ვითარებაში:
– ონლაინ ბანკიდან ამოღებულ ქვითარს არ სცნობენ;
– ელექტრონულ კომუნიკაციაზე უარს ამბობენ;
– შენობაში ხალხს არ უშვებენ და გარეთ იმისთანა ხდება, ვირუსის კერაა !!!

რიგში 50 კაცი რომ დგას და მხოლოდ 1 თანამშრომელი მუშაობს ეს საერთოდ რა არის !!!!!

მოკლედ ვერ გავუძელი, დროც აღარ იყო და იძულებული გავხდი 5 წუთის საქმისთვის:
– დრო დამეკარგა;
– ფოსტა გამოვიძახო და ხარჯი გავწიო;
– სანამ ფოსტა სასამართლომდე მიიტანს დოკუმენტს, დროც დაიკარგება.

აი ასე, 21 საუკუნის თბილისის საქალაქო სასამართლო !!!!! სირცხვილი !!!

Related Articles

Back to top button
Close