თურქეთის მივიწყებული ქართული სამეფო“- ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს (ფოტორეპორტაჟი)
„თურქეთის მივიწყებული ქართული სამეფო“- ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს.
„სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე, კლდეებში, მწვანე ოაზისში, ტაო-კლარჯეთში ნაშენი არაჩვეულებრივი სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალურ საქართველოში ბაგრატიონების ოჯახის საკუთრება იყო.
ქართული სულიერი განწყობა და სულისკვეთება აქ დღესაც იგრძნობა, თუმცა ერთ დროს საქართველოს საკუთრება ქართული ეკლესია-მონასტრები, დღეს თურქული სოფლების გარემოშია მოქცეული.
ოშკის მონასტერი წლებია სარესტავრაციოა, უყურადღებოდაა დატოვებული და დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ქართულ-თურქული მხარე ბოლომდე ვერ შეთანხმდა, როგორ უნდა მოხდეს მისი აღდგენა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება“,- წერს BBC.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებში ფრესკები დროთა განმავლობაში პირვანდელ სახესა და გამოსახულებას კარგავენ.
„დღემდე არ არსებობს ზუსტი გეგმები თუ როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს მათი აღდგენა, რესტავრაცია და კონსერვაცია. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია მონასტრების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია“,- აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორები ქეითი ნადვორნი და ემმა ჰარპერი არიან.
საზოგადოებრივი მაუწყბელი