საზოგადოება

საჯარო  სამსახურში დასაქმებული ოჯახის წევრები და მუდმივი ნეპოტიზმი_ რა ფაქტები გამოავლინა  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევამ

საჯარო  სამსახურში დასაქმებული ოჯახის წევრები და მუდმივი ნეპოტიზმი.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირები  და მათი ოჯახის წევრები დასაქმებულები არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში. გამოკვლევამ აჩვენა, რომ შემთხვევათა უმეტესობა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებსა და ცენტრალურ დაწესებულებებში ვლინდება. საქართველოს სვადასხვა რეგიონში უკვე  მსგავსი 350 შემთხვევა დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, ხშირია ოჯახის წევრთა დასაქმება იმ სამსახურში, სადაც პირი მუშაობს. ხშირია აღნიშნული ნეპოტიზმის ფაქტები ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის“ კანონის დარღვევის შესახებ და  სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ, საჯარო სამსახურში ოჯახის წევრის დასაქმების ტენდენცია.

2019  წლის თებერვალ-მარტის კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება  ფართოდ გავრცელებულია. 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 53%  სამინისტროში გავრცლებულ კორუფციის ფაქტებს ადასტურებს. რესპოდენტთა 47% თვლის, რომ სასამართლოში კორუფცია გავრცელებულია და 49% მასში ნეპოტიზმს გულისხმობს.

თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები იმავე  უწყებასთან დაკავშირებულ დაწესებულებაში; ზვიად ძიძიგურის და, მარინე ძიძიგური 2017 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტია. თეიმურაზ სვანიძე 2015 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. მისი შვილი, გიორგი სვანიძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია. მიხეილ ჩინჩალაძის მამა, თამაზ ჩინჩლაძე 2016 წლიდან სოციალური სააგენტოს ექსპერტ-კონსულტანტი, მსგავს საჯარო უწყებაში დასაქმებულია, ჩინჩალაძის მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი და მისი დედა რუსუდან სამხარაძე.

ნეპოტიზმის ფაქტები აშკარაა, თუმცა  ,, გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წარმოდგენილი შემთხვევები არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და კვლევები მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭქვეშ დაყენებას.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close