საზოგადოება

თეა წულუკიანის ,,თავდასხმას” სახალხო დამცველზე ამერიკის ელჩი გამოეხმაურა

,,აშშ მხარს უჭერს ომბუდსმენის ოფისს, ვინაიდან დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს უჩა ნანუაშვილი, აშშ იმედოვნებს, რომ ის დამოუკიდებელი იქნება.

„ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ აშშ უჭერს მხარს ომბუდსმენის ოფისს, ბატონ ნანუაშვილს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა მთავრობას ეძლევა ძალაუფლება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ანგარიშვალდებულება და არსებობდეს დიალოგი მთავრობასა და მოქალაქეებს შორის.

სახალხო დამცველის ოფისი კი მთავრობის ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა მოქალაქის პრობლემაზე. ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს ნანუაშვილი, ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება დამოუკიდებელი“, – განაცხადა იან კელიმ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close