პოლიტიკა

ზაზა ხატიაშვილი თბილისის მერობისთვის ბრძოლას იწყებს?

,,მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ეს საკითხი სადისკუსიოდ გამომაქვს"

  ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი თბილისის მერობისთვის ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფბ-ზე დაწერა. მან შეთავაზება კონკრეტული  პოლიტიკური პარტიისგან უკვე მიიღო, თუმცა უჭირს გადაწყვეტილების მიღება. იგი კოლეგებს, ადვოკატებს სთხოვს, რჩევა მისცენ, როგორ მოიქცეს, უნდა დათანხმდეს თუ არა ამ შეთავაზებას.
  euronews.ge -მ ხატიაშვილის პოსტზე ადვოკატების კომენტარებსაც გადაავლო თვალი. ისინი ყოფილ ხელმძღვანელს ურჩევენ, რომ თბილისის მერად აუცილებლად უნდა იყაროს კენჭი და მას მხარს უამრავი ადამიანი დაუჭერს, რადგან დედაქალაქს და ქვეყანას სწორედ მისნაირი მშრომელი, პატიოსანი და ერთგული თავკაცები სჭირდება.
ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის ფბ პოსტი:
,,პატივცემულო კოლეგებო!
ძვირფასო ადვოკატებო!
რამდენიმე არასაპარლამეტნო ,ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან არაასოცირებული პოლიტიკური პარტიისგან(თავისუფალი საქართველო-კახა კუკავა,მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის-მამუკა ტუსკაძე,ქართული არჩევანი-ბეჟან გუნავა,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა-გოჩა ჯოჯუა) მივიღე შემოთავაზება, როგორც არაპარტიულმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა თბილისის მერის თანამდებობაზე ვიყარო კენჭი.
რამოდენიმე წელია, მიჭირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება და გადავწყვიტე საკითხი დისკუსიისთვის გამოვიტანო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა კორპუსის აზრი. თქვენ ყველზე კარგად მიცნობთ, კარგად იცნობთ ჩემს რესურსს, როგორც პიროვნულს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ. იცით თუ რა გავაკეთე პროფესიის განვითარებისთვის და რა შემიძლია გავაკეთო მომავალში ქვეყნის განვითარებისთვის. ყველას მოგეხსენებათ, საქართველო შევიდა დიდ პოლიტიკურ ჭაობში, ქვეყანაში გამეფებულია ელიტური კორუფცია, გვაქვს არასამართლიანი, მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა, უმძიმესი სოციალური ფონი, გამეფებულია ნიჰილიზმი და უპერსპექტივობის შეგრძნება, შიმშილი, ნეპოტიზმი, განუკითხაობა, უსამრთლობა, გვაქვს მახინჯი საკანონმდებლო სისტემა და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების რიცხვი კატასტროფულად იზრდება.
არჩევნებზე, ამომომრჩეველმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლებამ არჩევნები მასშტაბურად გააყალბა, ქვეყანაში ფეოდალური მმართველობის რეჟიმი დარჩა. მიუხედავად არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებისა ოპოზიციური სპექტრი შევიდა პარლამენტში, შედეგად ივანიშვილის ფეოდალურმა რეჟიმმა გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია შეძლო.
ვფიქრობ, ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო, ფეოდალური რეჟიმის ცვლილება, კორუფციის მოსპობა, სამართლიანი სასამართლო, შიმშილის, უპერსპექტიობის, ნეპოტიზმის, უსამართლობის და ა.შ დამარცხება და არა ოპოზიციის და პოზიციის კინკლაობა პარლამენტში, რაც ამაზრზენი საყურებელია.
კვირა არ გავა, არ დამირეკოს რამდენიმე კოლეგამ და არ მთხოვოს დახმარება. ვცდილობ, არავინ დავტოვო სამართლებრივი თუ მორალური მხარდაჭერის გარეშე. მომავალშიც ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი და დამცველი. თუმცა, რესურსი ფაქტობრივად ამომეწურა.
ჩემი, რვა წლიანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში თქვენ არ გინახავთ დაჩოქილი და უიმედო თქვენი თავმჯდომარე, არ არსებობდა დაბრკოლოება, რომელსაც მე ვერ გადავლახავდი, რათა ადვოკატთა კორპუსი ყოფილიყო ძლიერი და დაცული.
საქართველოს ხელისუფლებას არ მივეცი საშუალება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაენიშნა ისეთი მოსამართლე, რომელიც არ იყო ღირსეული. შიმშილობის შედეგად, ევროპული მასშტაბით, სტრასბურგში შევქმენი პრეცედენტი, ხელისუფლებას დავუბლოკე სამი მოსამართლეობის კანდიდატი, რითაც შეიქმნა პრეცენდენტი იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციასთან შეთანხმების გარეშე ხელისუფლება ვერ მიიღებდა იურიდიულ საკითხზე გადაწყვეტილებას. ხელისუფლებას ვუბლოკავდი ყველა უკანონობას. რვა წლის განმავლობაში შევძელი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავიყვანე განვითარებით, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე.
 თქვენ გახსოვთ, 2017 წლის 23 ნოემბერს ევროპის ყველაზე პრესტიჟულმა პროფესიულმა გაერთიანებამ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭომ (CCBE) დამაჯილდოვა ადამინის უფლებათა ჯილდოთი, რომელიც გადმომეცა ერთ მილიონზე მეტი ადვოკატიდან მხოლოდ მე, გავხდი ერთადერთი თავმჯდომარე, რომელმაც 55 წლიანი ისტორიის მანძილზე მიიღო ეს ჯილდო.
  პატივცემულო ადვოკატებო! გახსოვთ, რა ასოციაცია ჩავიბარე და რა დავტოვე. ვფიქრობ, მაქვს რესურსი რაც გავაკეთე ადვოკატთა ასოციაციის განვითარებისთვის, იგივე გავაკეთო თბილისის და ქვეყნის განვითარებისთვის.
ძალიან მჭრიდება თქვენი რჩევა, რადგან ჩვენ ყოველთვის ერთი ორგანიზმი ვიყავით და გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ ერთად.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით,
ზაზა ხატიაშვილი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close