საზოგადოება

,,მინდა, დავიჯერო მისი ნათქვამი, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს”_ ცნობილი ექიმები გვატყუებენ?

,,თენგიზ ცერცვაძე ასე თუ ისე საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობს. მინდა დავიჯერო მისი ნათქვამი, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო კი გაგვიგია ყველას…. ბატონმა თენგიზმა განაცხადა რომ საფრანგეთში და გერმანიაში სკოლები გაიხსნა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდაო (ინფორმაციის წყარო imedinews 23/ 05/2020 წ). ოფიციალურ ვებ-საიტის მიხედვით კი ზემო აღნიშნულ ქვეყნებში ბოლო 10 დღის ვადაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს.

ბოლო 24 საათის მონაცემები კი ასეთია: საფრანგეთი 250 ინფიცირებული და 43 გარდაცვლილი, ხოლო გერმანია 273 ინფიცირებული.და 14 გარდაცვლილი. კარგად გვახსოვს რა ხდებოდა ამ ქვეყნებში, მითუმეტეს საფრანგეთში სადაც დღეში ათასობით ინფიცირებული და გარდაცვლილი იყო ხოლმე.

ვებ – საიტი: worldometers.info/ coronavirus/
იხილეთ ზემო აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტოასლი.

ვის შეუძლია მითხრას რა ხდება? რა უზუსტობაა?
ვინც სხვა დასაბუთებულ ინფორმაციას ფლობთ, დაწერეთ არ მეწყინება, არამედ, პირიქით, სიამოვნებით გავეცნობი” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი.

.

Related Articles

Back to top button
Close