საზოგადოება
ქართველების დაწუნებული გოგონა გერმანული „Voice“-ის გამარჯვებული გახდა
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
გამარჯვების შემდეგ ნათია თოდუამ ფინალური სიმღერა The Voice of Germany-ის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა საქართველოში დაიწუნეს.