კატეგორიის გარეშესამართალი და კრიმინალი

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გარემოვაჭრემ თვითმკვლელობა სცადა

ზუგდიდში გარემოვაჭრე მარინა ფარულავა დააკავეს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში, პოლიციის შენობაში იკითხებოდა. არსებული ინფორმაციით, მან შენობაში ყოფნისას თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც ადგილზე  სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოიძახება გახდა სიჭირო. ექიმებმა ფარულავს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. როგორც დაკითხვიდან გამოსულს, მარინა ფარულავამ განაცხდა, მან თვითდაზიანება ემოციურ ფონზე მიიყენა. ამ დროისთვის ფარულავა ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადჰყავთ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მარინა ფარულავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 153 – ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობას გულისხმობს.

მიშკა ძიძიგური

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close