საზოგადოება

,,ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას და უსინდისოების გადაშენებას!”

,,არ ვარ არავისი დისშვილი, არც ძმისშვილი, არც ბიცოლაშვილი, არც ნათლული... ხოდა, კი ვზივარ აგერ, სახლში!"

მერამდენედ ვიმეორებ და არვინ მაქცევს ყურადღებას-
მალე მივაღწევ საპენსიო ასაკს, ვარ გურული, მაღალი, ზორბა, პირსავსე, მწვანე თვალებით, ნასწავლი, გაუყალბებელი დიპლომიანი, ნასპორტსმენალი, კარგი მეოჯახე და კულინარიის სოფი ლორენი, თამადობის პაგანინი, ტრადიციების დამცველი, პასუხისმგებლობით აააააღსავსე კდემამოსილება,წესრიგიანი, სიტყვის ადამიანი, მიყვარს ყვავილები, სისწრაფე, ექსპედიციებში, ბაზარში და მთაში სიარული, გატაცებული არაფრით არა ვარ, ისე, რაღაცეები მიყვარს ან არ მიყვარს, პირადად გატაცებული არსად და არსდროს არ ვყოფილვარ…
არავის არ ვეძებ, ისე, ვბლატაობ!!!
და კიდევ, მაქვს საააააასწაული სივი, სრულიად პატიოსნად და უხინჯოდ ვიმუშავე აღმასურულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში,(ამ ორგანოებმა მომკლა) მერიაში, რედაქციებში, გამომცემლობაში და მთავარი – არ ვარ არავისი დისშვილი, არც ძმისშვილი, არც ბიცოლაშვილი, არც ნათლული… ხოდა, კი ვზივარ აგერ, სახლში!
ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას და უსინდისოების გადაშენებას!
და ისაა, კიდე, ალეკოო იწერება თუ ალიკო?
ნინო კვაჭანტირაძე, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close