მსოფლიო

“ვისი გულისთვის ილეწავთ თავ-პირს, რომ სააკაშვილი მოსვათ სკამზე?”

“ვუყურებ ამ საძაგლობას და შეგრძნება მეუფლება, რომ საწყალი უკრაინა დაჩმორებულ ქალს დაამსგავსეს, რომელსაც აქეთ-იქიდან ხან ერთი აუპატიურებს და ხან მეორე.

ვუყურებ როგორ  მიდის უკან  50 მილიონიანი ქვეყანა და როგორ გააჩუქეს მისი ტერიტორიები.

ვუყურებ როგორ შფოთავს ევროპა  მიხეილ სააკაშვილის და მისი 5 კაციანი ბანდის გამო.

უკრაინელებო, გამოდით და დაანახეთ ამ ქურდებს, რომ არ შეეგუებით პატრიოტიზმს ამოფარებული რამდენიმე   ადამიანის ბოგინს, რომლებიც სარგებლობენ თქვენი სახელით და 50 მილიონიან უკრაინას ერთ ქვაბში ხარშავენ, თითქოს ყველა სააკაშვილს უჭერს მხარს.

როდემდე უნდა ათრიოთ თქვენი ქვეყანა სააკაშვილების და მათი საძმაკაცოს ხელით?

თქვენ გჯერათ, რომ ის ადამიანები, ვინც მებრძოლის მანტიამორგებულები დარბიან აქეთ-იქით, მართლა თქვენი და უკრაინის ბედი ადარდებს? – არა ბატონებო, ისინი საქართველოდან გამოქცეული და სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიცემული დამნაშავეები არიან, რომლებიც პოლიტიკური ჩაგრულის იმიჯს ირგებენ და ხალხს ატყუებენ.

მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ორი ვერსია ჩნდება,  უკრაინის ხელისუფლება მშიშარა და უნაროა ან ეს კარგად დადგმული სპექტაკლია, რომლის მიზნის ახსნას ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ.

ნუ დაისვამთ თავზე სააკაშვილებს და მის თანამოაზრეებს, ეს თქვენ არაფერში წაგადგებათ, ვისი გულისთვის ილეწავთ თავ-პირს, რომ სააკაშვილი მოსვათ სკამზე? – არ დაიჯეროთ, რომ სააკაშვილს უკრაინის ან მისი მოქალაქეების ბედი აღელვებს, ეს ბინძური პოლიტიკური თამაშია თქვენი გამოყენებით, თქვენ აღგიქვამენ, როგორც მასას, რომელიც ეფექტურ დეკორაციას ქმნის საპროტესტო აქციაზე… გახსოვდეთ, ეს არ არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, ეს არის ბრძოლა დამნაშავეების გადასარჩენად” – ასე აფასებს  უკრაინელი ბლოგერი მაქსიმ ლიმჩუკი კიევში მიმდინარე მოვლენებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close