საინტერესო

,,ტოტალიზატორებში მოგებულ თანხას არ აძლევენ” _ ფრთხილად, ფინანსური მაქინაციაა!

ფრთხილად❗️ფინანსური მაქინაციები სადაზღვევო კომპანიებში და ტოტალიზატორებში ⬇️

⚖️ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი

“ჩემს პრაქტიკაში სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზარალებულთა უამრავი საქმე ყოფილა. რამდენიმე კლიენტს აგროდაზღვევის გამო ჰქონდა პრობლემა. მიდიან ფერმერთან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები, ავსებენ ხელშეკრულებას, რომელშიც სულ სხვა პირობებია ჩაწერილი და სულ სხვა რამეს ეუბნებიან. თუ სტიქიის გამო ეს ოჯახი მართლა დაზარალდება, ფულს აღარ უხდიან, ან მიზერულ თანხას აძლევენ. პირს, რომელსაც კომპენსაცია 10 ათასი ლარი ეკუთვნის, ხელს აწერინებენ, რომ 2 ათას ლარზეც თანახმაა. ფინანსური მაქინაციები ტოტალიზატორებისთვის ჩვეულებრივი ამბავია: ისინი ხშირად არ აძლევენ ადამიანებს მოგებულ თანხას. მოგეხსენებათ, ახლა ფსონის დადება ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობითაც შეიძლება. ტოტალიზატორს შეუძლია მოგება გააუქმოს და აღარ მისცეს. ამ ცოტა ხნის წინ ჩემთან დარეკა ერთმა მოქალაქემ, რომელმაც 2500 ლარი მოიგო, ყოველდღე დავდივარ ტოტალიზატორში და მოგებულ ფულს არ მაძლევენო – ჩიოდა. ამ ადამიანის მსგავსად, ტოტალიზატორის მსხვერპლი უამრავი ადამიანი გამხდარა.”

Related Articles

Back to top button
Close