ეკონომიკა

,,ფრენები სრულად რომ ავკრძალოთ, ასეთ შემთხვევაში, ძვირის გადახდა მოგვიწევს”

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხდა.

„ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რეალურად, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რისკები მაინც რჩება. სრულად რომ დავიცვათ თავი, მაშინ ფრენები სრულად უნდა ავკრძალოთ ყველა მიმართულებიდან, ასეთ შემთხვევაში ძვირის გადახდა მოგვიწევს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის კაცია, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან პირველ მარტს ჩამოვიდა. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

წყარო: https://imedinews.ge/

Related Articles

Back to top button
Close