მსოფლიო

შესაძლოა, უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტოს

უკრაინის უმაღლეს რადაში მომავალ კვირას რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ინფორმაციას უკრაინული მედია პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატზე, ივან ვინიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვინიკმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს საკითხი დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონის ფარგლებში განიხილება.

ოფიციალური კიევის პოზიციაა, მედიატორის მისია რუსეთსა და უკრაინას შორის შვეიცარიას ან ბელარუსს დაეკისროს. შვეიცარია მედიატორის ფუნქციას ასრულებს საქართველო-რუსეთს შორის, ბელარუსი კი უკრაინის კრიზისის დროს, 2015 წელს ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა იყო, სადაც მინსკის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

წყარო: Unian.ua

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close