სამართალი და კრიმინალი

ვაქირში სკოლა დაიწვა

ხანძარმა სახურავი მთლიანად გაანადგურა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ძველი სკოლის შენობა დაიწვა –  ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად სახურავი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლა რამდენიმე წელია, რაც აღარ ფუნქციონირებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close