საზოგადოება

,,საჭიროა ახალი ძალა, რომლის იმედი და ნდობაც ექნება ხალხს”

,,დღეს, ჩვენი ქვეყანა ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშეა. ოკუპანტ რუსეთს 400 მეტრიღა აკლია, რომ მთავარი მაგისტრალი დაგვიკეტოს და ქვეყანა ეკონომიკურად წელში გატეხოს. ბათუმი ფაქტიურად თურქულ ქალაქად იქცა…

ხელისუფლება დუმს და ვხედავთ, რომ უუნაროა ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს ან/და ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს. აუცილებელია ახალი ძალა, რომლის იმედი და ნდობაც ექნება ხალხს და რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის გააკეთებს ყველაფერს. ჩემი ბავშობის ოცნებაა, მეცხოვრა ისეთ საქართველოში, როგორიც ჩემს უპირველეს კუმირს, ილია ჭავჭავაძეს სურდა. ეს ოცნება უნდა ავიხდინო და ამისათვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ!

ჩემს ხალხზე და ქვეყანაზე თვალებში ნაცრის შეყრას კი არცერთ პოლიტიკოსს თუ პოლიტიკანს არ ვაპატიებ. მათ, ხალხის მოტყუებისა და აბუჩად აგდებისათვის მოვა დრო და სასტიკად დავსჯით!” _ აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი, ალექსანდრე ახალკაცი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close