საზოგადოება

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის განცხადება

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა:
,,ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს მიმართულებით მომუშავე ჯგუფები მრავალწლიანი არაობიექტური ე.წ. სოციოლოგიურ-სარეიტინგო გამოკითხვებით, ყველა არჩევნებზე არაობიექტური პროსახელსიუფლებო დასკვნებით ანგრევენ მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე შეერთებული შტატების იმიჯს მოსახლეობის თვალში. დღევანდელ ეტაპზე ამ ორგანიზაციის საქმიანობა მეტწილად წარმართულია რუსი ოლიგაქრის, დე-ფაქტო საქართველოს მმართველის ბიძინა ივანიშვილის და მისი სატელიტი პარტიების ინტერესთა ფარვატერში. უფრო მეტიც, ამ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის დე-ფაქტო ხელმძღვანელი პიერ ეკლუნდი კორუფციულ ურთიერთობაშია რუს მილიარდერ ივანიშვილთან. ამ მისიას ვუცხადებთ უნდობლობას და მოვითხოვთ მისი საქმიანობის შეჩერებას მინიმუმ მიმდინარე საპრეზიდენტო- საარჩევნო პერიოდში’.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close