სამართალი და კრიმინალი

წნორში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

გარდაცვლილი ქალის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან კონფლიქტის დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდა, ამიტომ მსხვერპლმა დახმარება ითხოვა.
.
დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა, 44 წლის ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა, რასაც ქალის ოჯახი არ ეთანხმება.
როგორც გარდაცვლილის ნათესავმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ აცნობა, ქალმა სიკვდილამდე თავად თქვა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების განმუხტვის მცდელობისას მამაკაცმა მას მუცლის არეში დაარტყა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა. ფაქტს ქალის მცირეწლოვანი ვაჟიც შეესწრო.
ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.
შსს-მ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.
„მთავარი ამბები კახეთიდან“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close