სხვა

„ექიმმა მითხრა, სუროგატისთვის მიმემართა…“

ნუცა შამილაძის ცხოვრების სასწაული

მომღერალმა ნუცა შამილაძემ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა. მან ვერაგი დაავადება, სიმსივნე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ნუცა მესამე შვლის დედა გახდა.

.

„ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანე, ამაზე ლამაზი სიტყვები არ არსებობს: „კიბოსგან თავისუფალი ხართ,“ – წერს ნუცა შამილაძე, რომლის ისტორიაც ასეთია:

„ერთი წლის წინ გავიგე, რომ მქონდა მკერდის სიმსივნე. წავედი თურქეთში სამკურნალოდ. გავიკეთე ოპერაცია, დათესვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ჰორმონდადებითი. პირველი, რაც ონკოლოგმა მკითხა, იყო, თუ ვფიქრობდი მესამე ბავშვის გაჩენას. 19 წლის ვიყავი, როცა პირველად დედა გავხდი. მაშინ მახსოვს, რომ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. როდესაც გავიცანი დათუნა და შევქმენით ოჯახი, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გიყვარს სიგიჟემდე და მისგან გინდა შვილი.

ექიმს რომ ვუთხარი, მითხრა, რომ არ გასცემდნენ ამ რეკომენდაციას. მირჩიეს, გამეყინა კვერცხუჯრედი და მიმემართა სუროგატისთვის. ვიკეთებდი მსუბუქ სტიმულაციებს. გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ორი კვერცხუჯრედი. მირჩიეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შენახვა. ემბრიონის გენეტიკური ტესტი რომ ჩაატარეს, გვირჩიეს, რომ არ გადაგვეტანა. ეს ჩემი გეგმები და სურვილები წყალში ჩამეყარა. შობის ღამეს დავწერე სურვილი, რომელიც ახდა…

მე ვიყავი ჰორმონალურ მკურნალობაზე, გავიკეთე ძლიერი ნემსი, რომელსაც ხელოვნურ კლიმაქსში გადაჰყავხარ. ყველა ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ ორსულობა შემეწყვიტა. ბევრმა ძალიან მკაცრად მომთხოვა… ექიმები ვალდებულნი არიან, რომ გითხრან რისკების შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს შენი გადაწყვეტილების შემდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ, უფრო მეტად რომ დავწყნარდი, ყველა ექიმს ვესაუბრე. მოვისმინეთ, რისი ანომალიები შეიძლებოდა განვითარებულიყო.

გადავწყვიტე, რომ ეს ბავშვი უნდა გამეჩინა. არავინ მინდა, იფიქროს, რომ ექიმების წინააღმდეგ წავედი. ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, მე უნდა ვატარო ეს ჯვარი, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს. ჩემი ისტორია არ მინდა, ვიღაცისთვის რეკომენდაცია იყოს. მე ასე მჯერა და მწამს, რომ ეს ბავშვი მოვიდა იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე… ამაზე კარგი მკურნალობა არ გამივლია… მივხვდი, რომ ამ ბავშვის დაბადებით ჩემს სულს, გონებას, სხეულს უფრო მეტი სარგებელი ექნებოდა, ვიდრე ზიანი… მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება… იმისიც მჯერა, რომ სიმსივნე აღარ დაბრუნდება… და თუ დაბრუნდება, ამისთვისაც მზად ვარ, რომ ვიბრძოლო, – ყვებოდა მომღერალი ერთ-ერთ გადაცემაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close