სხვა

„შვილებთან გამომშვიდობებაც მოასწრო“

რას ყვება ეკა ნიჟარაძე თემურ უგულავაზე

მსახიობი ეკა ნიჟარაძე თავის ნაბოლარა შვილის მამაზე, ბიზნესმენ თემურ უგულავაზე ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკაში, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

.

-2010 წელს 39 წლის ასაკში ნიკო იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა. ჩემს უფროს შვილებს თემური ძალიან უყვარდათ – მან მამობა გაუწია ჯეჯის და ტასოს. ნიკოს გარდაცვალების შემდეგ უთხრა – არ გეგონოთ, უმამოდ დარჩით, მე გაგიწევთ მამობასო. მათ უკვე იცოდნენ, რამხელა ტკივილი უნდა გაიაროს მათმა უმცროსმა ძმამ, ნოდარმა…

მე ძალიან დიდხანს ვიცნობდი თემურს – ჩვენი შვილი 27 წლის გახდა 11 ივლისს. დაახლოებით, 30 წლის წინ გავიცანი, როცა არც ბიზნესი ჰქონდა, არაფერი, იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი – თან ბავშვური, თან კაცური. არ იყო ის ტიპი, რომელიც შეიძლებოდა, მე მომწონებოდა.

პირველად შოუ-ბალეტ „ვერნისაჟში“ მნახა, მაშინ მე და ნიკო ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვიყავით. ვინ იყო თემურ უგულავა, არ ვიცოდი და რომ მითხრეს, მოეწონეო, ვერ მივხვდი,  ვისზე იყო საუბარი. მაშინ თემური 27 წლის იყო, მე უკვე მყავდა 2 შვილი…

1997 წელი იყო – თავისი მობილური მაჩუქა, რომ ჩემთან დარეკვა შესძლებოდა ხოლმე. ბევრგან დავდიოდით ერთად, სულ ყვავილებს მიგზავნიდა, ძალიან ბევრ ყვავილს. უცებ დამირეკავდა ხოლმე, ჩქარა ჩამოდიო, ძალიან ენერგიული იყო, თავბრუდამხვევი. ბევრი რამის გახსენება შემიძლია თემურზე… ჩვენ მაინც მეგობრებად დავრჩით, შევინარჩუნეთ ურთიერთობა. ავად რომ გახდა, მაშინაც ვნახულობდი. ყველას ნახვა შეძლო – ბავშვებთან გამომშვიდობებაც მოასწრო – ყველა მასთან ვიყავით, მეც ჩავფრინდი. ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა“.

პოდკასტი „ვიკასთან“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close