პოლიტიკა

,,დმანისში მომხდარი დაპირისპირება შედეგია იმ პოლიტიკისა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წლებია ატარებს”

,,გუშინ დმანისში მომხდარი დაპირისპირება სამწუხარო შედეგია იმ პოლიტიკისა რასაც ივანიშვილის რეჟიმი წლებია ატარებს.კერძოდ, ხელისუფლებამ არ იკმარა ის,რომ მაფიოზა დეპუტატ ჯაფარიძეს თუ სხვა იქაურ კრიმინალებს საარჩევნო რეზერვაციად შემოუღობა სვანეთი, ხოლო იქიდან ქვემო ქართლში ჩამოსახლებული ე.წ ეკომიგრანტების დიდი ნაწილი გადააქცია საარჩევნო— გამყალბებელ ზონდერებად. სანაცვლოდ, კი მათ მიანიჭა ხელშეუხებლობა,დანერგა დაუსჯელობის სინდრომი,განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა პროვოკატორი, ვინც ძალადობს მიუხედავად იმისა ვინ ვისი მომხრეა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის მოხდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close