პოლიტიკა

ნინო მეტრეველი: ხალხი თუ ისევ არ ,,დაბოლდა”, ყველას ყველაფერი მოეთხოვება!

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ თუ ვინმეს რამე აპატიეს და ვალი, თუ ვალდებულება აქვს ივანიშვილთან, თავად გადაიხადოს. ქართული სახელმწიფო და ხალხი არაფერ შუაშია!
კანონით პასუხის მოთხოვნა მოპარულზე , მიტაცებულსა და გატანილზე, სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა ანგარიშსწორება. ასე რომ შერჩა ყველას ყველაფერი, ამიტომ გვყავს ერთ მხარეს ამდენი ღია, თუ ფარული მილიონერი და მეორე მხარეს – გაჭირვებული, პურის ფულზე გადახვეწილი ხალხი.
არ გამოვა ეგ საქმე, ერთი წლით ადრე რომ დაიწყეთ, პროპაგანდა! არეულობა და ქაოსი უკანონობას და ანარქიას მოაქვს და სამართლის აღსრულების საპირწონედ არაფერი დგას!
ისე, რომ ვინმესთვის ვინმეს ხელშეუხებლობის პირობა თუ აქვს მიცემული, ხელისუფლების დათმობის სანაცვლოდ, ვერ შეასრულებს ამ პირობას, იმანაც იცოდეს და ამათაც!
ხალხი თუ ისევ არ ,,დაბოლდა”, ყველას ყველაფერი მოეთხოვება! მაგნაირი ,,ხელმა ხელის დაბანის” გარიგებებით შეგვჭამეთ!!!!

Related Articles

Back to top button
Close